ანატომოგრაფი
ახალი ტექნოლოგიები
ანატომიის შესასწავლად
„ანატომოგრაფი’’ წარმოადგენს ადამიანის ანატომიის ელექტრონულ ატლასს, რომელიც მეტად სრულყოფილს ხდის ანატომიის შესწავლის მეთოდს. აპარატი შეესაბამება სამედიცინო დაწესებულებების ყველა საგანმანათებლო სტანდარტს და გთავაზობთ ანატომიური ობიექტების მაღალ დეტალობას მოსახერხებელი და მარტივი კონტროლით. „ანატომოგრაფი“ დაფუძნებულია ფრანკ ნეტერის ადამიანის ანატომიის ატლასზე, რომელიც მსოფლიო მაშტაბის საუკეთესო ანატომიურ ატლასს წარმოადგენს. მედიცინაში დიდი პერსპექტივების მქონე „ანატომოგრაფი“ დაპროექტებულია ანატომიის რევოლუციური სწავლებისათვის.
მარტივი, სახალისო და თვალსაჩინო საშუალება ადამიანის სხეულის სტრუქტურების დემონსტრირებისათვის




ინტერაქტიული 3D მოდელები ანატომიის შესწავლის საუკეთესო გზას წარმოადგენენ. სამედიცინო განათლების სტანდარტებზე დაფუძვნებული ანატომოგრაფი მარტივად ინტეგრირდება ლექციებსა და პრაქტიკულ სემინარებში, რაც საგანმანათებლო ინსტიტუტებს სწავლების ინოვაციურ მეთოდებს სძენს.


მამაკაცისა და ქალის სხეულის დეტალური 3D მოდელები დაჯგუფებულია შრეობრივად, ანატომიური სისტემების მიხედვით. შესაძლებელია მარტივად შეცვალოთ, შერჩევით გამორთოთ საჭირო სისტემა, გაადიდოთ და შეარჩიოთ ყველაზე კარგი კუთხე. ამ ყველაფრის გაკეთება ეკრანზე რამდენიმე დაწკაპუნებითა და მარტივი ჟესტების გამოყენებითაა შესაძლებელი.
„ანატომოგრაფი“ არის უახლესი ინსტრუმენტი, რომელიც გთავაზობთ სხეულის ანატომიური სტრუქტურების დეტალურ ვიზუალიზაციას.
შეისწავლეთ ცალკეული ორგანოები, ან მთლიანი სისტემები, მათი ურთიერთქმედება და ფუნქციები, გამოიყენეთ “ანატომოგრაფი” როგორც ვიზუალიზაციის თანამედროვე საშუალება ლექციებსა და პრაქტიკული სემინარებისთვის.
აპარატის მართვა ხორციელდება სენსორული პანელის საშუალებით, რომელიც ნაცნობი და ინტუიციურია სმარტფონის თითოეული მომხმარებლისთვის. ეს მნიშვნელოვნად ამარტივებს მოსწავლეებისა და მასწავლებლების მოწყობილობასთან ურთიერთობას. ქირურგიული დონის უჟანგავი ფოლადის კორპუსი და 4 მმ სისქის დამცავი შუშა ოპტიმალურია ვანდალური დაზიანებისგან დასაცავად. აპარატს შეუძლია გაუძლოს ნებისმიერ გარე ზემოქმედებას.
ეკრანი აღჭურვილია ოლეოფობიური ზედაპირით, რომელიც ხელს უშლის თითის ანაბეჭდების და ნიშნების გაჩენას, ეს კი მოწყობილობის მოვლას მნიშვნელოვნად ამარტივეს. „ანატომოგრაფის“ პოზიციის შეცვლა მარტივია. ვერტიკალურ მდგომარეობაში ის გამოიყენება აუდიტორიებში სწავლასა და ტრენინგებისთვის, ჰორიზონტარულ მდგომარეობაში კი, მოსახერხებელია მცირე ჯგუფებში მუშაობისათვის.



„ანატომოგრაფის“ სენსორული პანელის მართვა კარგად ნაცნობია პლანშეტის, ან სმარტფონის თითოეული მომხმარებლისათვის. საძიებო სისტემა საშუალებას გაძლევთ ინგლისურსა და ლათინურ ენებზე მოიძიოთ ანატომიური ობიექტები, საერთაშორისო ანატომიური ნომენკლატურის მიხედვით. სურვილისამებრ, პროგრამაში შესაძლებელია ქართული ენის დამატებაც.
მოსახერხებელი საძიებო სისტემა
პარამეტრების უსაზღვრო მრავალფეროვნება
სხეულის ყველა ორგანოთა
სისტემის დეტალური ვიზუალიზაცია
ეკონომიურობა და მრავალფუნქციონალურობა

„ანატომოგრაფის“ 3D მოდელები, სრულიად ანაცვლებს ძვირადღირებულ სამედიცინო მულაჟებს და ანატომიურ პრეპარატებს. შესაბამისად, ფიზიკური მოდელების შენახვა და მომსახურეობა არარელევანტური ხდება. თქვენ საშუალება გეძლევათ ნებისმიერი კუთხით შეისწავლოთ ანატომიური მოდელები, რაც სრულიად განსხვავდება ტრადიციული სწავლებისა და 2D ატლასების საშუალებით მიღებული გამოცდილებისაგან. სწავლის პროცესი კი, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირებით, ბევრად ინტერაქციული ხდება.

ურთიერთქმედება და ხილვადობა

თანამედროვე ტექნოლოგიები არამხოლოდ გაამარტივებს მასწავლებლის მუშაობას, არამედ თავისი ინტერაქტიულობით ადვილად დააინტერესებს მოსწავლეებს. სმარტფონებისა და პლანშეტების მსგავსი კონტროლი.
უნიკალური ეკრანისა და სენსორული სისტემის მეშვეობით, შესაძლებელია, ეკრანზე შეხებით, ერთდროულად იმუშაოს მინიმუმ ათმა ადამიანმა.
ასევე მოსახერხებელი საძიებო სისტემა ახალ საფეხურზე აიყვანს ლექციებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს. სახელმძღვანელოების ილუსტრაციებისაგან განსხვავებით, ანატომოგრაფის საშუალებით მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, ნახონ ყველა ანატომიური ობიექტი ნებისმიერი კუთხიდან და თავად მოერგონ მას.

სანდოობა და ხარისხი

„ანატომოგრაფი“ დაპროექტებულია უწყვეტი მუშაობისთვის, მომხმარებელთა დიდ რაოდენობასთან. მას დაზიანებისგან იცავს, ქირურგიული დონის მყარი უჟანგავი ფოლადის კორპუსი და 4 მმ სისქის შუშის დამცავი ზედაპირი. „ანატომოგრაფი წარმოადგენს მაღალეფექტურ მოწყობილობას, სრულიად უზრუნველყოფილი პროგრამული მხარდაჭერით. ის ახალ შესაძლებლობებს ქმნის ანატომიური სტრუქტურების შესასაწავლად და სრულიად შეესაბამება სამედიცინო განათლების სტანდარტებს.


ეკონომიურობა და მრავალფუნქციონალურობა
„ანატომოგრაფის“ 3D მოდელები, სრულიად ანაცვლებს ძვირადღირებულ სამედიცინო მულაჟებს და ანატომიურ პრეპარატებს. შესაბამისად, ფიზიკური მოდელების შენახვა და მომსახურეობა არარელევანტური ხდება. თქვენ საშუალება გეძლევათ ნებისმიერი კუთხით შეისწავლოთ ანატომიური მოდელები, რაც სრულიად განსხვავდება ტრადიციული სწავლებისა და 2D ატლასების საშუალებით მიღებული გამოცდილებისაგან. სწავლის პროცესი კი, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირებით, ბევრად ინტერაქციული ხდება.

ურთიერთქმედება და ხილვადობა
თანამედროვე ტექნოლოგიები არამხოლოდ გაამარტივებს მასწავლებლის მუშაობას, არამედ თავისი ინტერაქტიულობით ადვილად დააინტერესებს მოსწავლეებს. სმარტფონებისა და პლანშეტების მსგავსი კონტროლი.
უნიკალური ეკრანისა და სენსორული სისტემის მეშვეობით, შესაძლებელია, ეკრანზე შეხებით, ერთდროულად იმუშაოს მინიმუმ ათმა ადამიანმა.
ასევე მოსახერხებელი საძიებო სისტემა ახალ საფეხურზე აიყვანს ლექციებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს. სახელმძღვანელოების ილუსტრაციებისაგან განსხვავებით, ანატომოგრაფის საშუალებით მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, ნახონ ყველა ანატომიური ობიექტი ნებისმიერი კუთხიდან და თავად მოერგონ მას.

სანდოობა და ხარისხი
„ანატომოგრაფი“ დაპროექტებულია უწყვეტი მუშაობისთვის, მომხმარებელთა დიდ რაოდენობასთან. მას დაზიანებისგან იცავს, ქირურგიული დონის მყარი უჟანგავი ფოლადის კორპუსი და 4 მმ სისქის შუშის დამცავი ზედაპირი. „ანატომოგრაფი წარმოადგენს მაღალეფექტურ მოწყობილობას, სრულიად უზრუნველყოფილი პროგრამული მხარდაჭერით. ის ახალ შესაძლებლობებს ქმნის ანატომიური სტრუქტურების შესასაწავლად და სრულიად შეესაბამება სამედიცინო განათლების სტანდარტებს..
მაღალი ხარისხის გამოსახულება, გარე ეკრანზე ჩვენების შესაძლებლობით

ანატომოგრაფი განკუთვნილია, როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური მუშაობისათის, ასევე ანატომიური ობიექტების ჩვენებისათვის, როგორც ლექციების, ან პრაქტიკული სავარჯიშოების ინსტრუმენტი. მისი დაკავშირება შესაძებელია ორ გარე ეკრანთან, ან პროექტორთან, 8K- მდე გამოსახულების მიღებით.

მოძველებული ფიზიკური დამხმარე საშუალებებისა და სახელმძღვანელოების ოპტიმალური ჩანაცვლება

ანატომოგრაფის ინტერაქტიულობა და და მაღალი ხარისხის დეტალიზაცია მისი მთავარი უპირატესობაა სახელმძღვანელოებთან და მულაჟებთან შედარებით. მანამ, სანამ ატლასები წარმოადგენენ ილუსტრაციებს ერთი ან ორი კუთხით, 3D მოდელი შესაძლოა შემობრუნდეს სასურველი ხედვის კუთხით. შრეების სისტემა ყოველთვის საშუალებას იძლევა თვალყური ადევნოთ ადამიანის სხეულის ანატომიური სისტემების შედარებით პოზიციებს ან ყურადღება გაამახვილოთ კომნკრეტული ორგანოს შესწავლაზე.

ინტერაქტიული ურთიერთქმედება დახვეწილი ეკრანის პარამეტრებთან

„ანატომოგრაფი“ ურთიერთქმედების საშუალებას იძლევა, როგორც სხეულის მთელი სამგანზომილებიან მოდელთან, ასევე მის ცლკეულ ელემენტებთან. ანატომიურ ობიექტებს შორის გადართვა ხდება ფენების ხილვადობის რეგულირებით, რომელთაგან თითოეული წარმოადგენს ადამიანის სხეულის ერთ-ერთ სისტემას. უაღრესად დეტალური სამგანზომილებიანი სხეულის მასშტაბითა და გადაადგილებით, შეგიძლიათ დეტალურად შეისწავლოთ მისი სტრუქტურის ყველა ის ასპექტი, რემელიც შეესაბამება ლექციის, ან სემინარის თემას.

თანამედროვე სტანდარტები და სრული შესაბამისობა სასწავლო გეგმასთან.

ანატომოგრაფი შექმნილია სამედიცინო დაწესებულებებისა და უნივერსიტეტებისათვის. მასში არის 6500-ზე მეტი ორგანოთა სისტემის დეტალური ანატომიური 3D მოდელი, თავისი დასახელებით. საერთაშორისო ანატომიური ნომენკლატურის მიხედვით, ინგლისურსა და ლათინურ ენებზე
ინტუიციური კონტროლი ნაცნობი ჟესტების გამოყენებით

„ანატომოგრაფი“ შექმნილია თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით, აღჭურვილია სენსორული ეკრანით, რომელიც უზრუნველყოფს ათამდე ერთდროულ შეხებას და იყენებს სმარტფონის მომხმარებლისათვის ნაცნობ ჟესტებს. მოწყობილობასთან მუშაობისთვის, არ გჭირდებათ კურსების გავლა ან სქელი ინსტრუქციების წაკითხვა; მოხმარების მცირე სახელმძღვანელო და მოკლე პრაქტიკა საკმარისია მისი ყველა შესაძლებლობის დასაუფლებლად.
კომფორტი, ხარისხი და ფუნქციონალობა აპლიკაციასთან მუშაობისას

„ანატომოგრაფის“ კორპუსი მუშაობს ორ პოზიციაზე. ვერტიკალურ პოზიციაში, ის აუდიტორიას კარგ ხილვადობას სთავაზობს. ჰორიზონტალურ რეჟიმში „ანატომოგრაფი“ სრულყოფილია მცირე ჯგუფთან ინტერაქციისათვის და პრაქტიკული დავალებების შესასრულებლად. პოზიციის შეცვლა და ოპტიმალური სიმაღლის რეგულირება ხორციელდება დისტანციურად, მოწყობილობის კორპუსის დისტანციური მართვის, ან მართვის ღილაკების გამოყენებით.

თუ გსურთ ანატომოგრაფის შეძენა ან შეგექმნათ შეკითხვები,

დაგვიკავშირდით

მენეჯერი
Made on
Tilda